რა არის ინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლება არის საგანმანათლებლო მიდგომა და იდეა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას ყველასთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თანატოლებთან ერთად, იმის იუხედავად, თუ რა ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური თუ სხვა მახასიათებლები გააჩნიათ.
ნკლუზიური განათლება ასევე გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა (შემდგომში სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში შშმ) პირების ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით სწავლებას. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტის სწავლის პროცესი მასზე მორგებულად იმართება კონკრეტული მოდულისა თუ სასწავლო კურსის ფარგლებში.
2013 წლის შემოდგომიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვა. ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვას და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას, პოპულარიზაცია გაუწიოს დასაქმების თანაბარი უფლების აღიარებას და უზრუნველყოფას, ხელი შეუწყოს სსსმ/შშმ პირის ტრანზიციის პროცესს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემიდან პროფესიული განათლების სისტემის გავლით დასაქმების ბაზრამდე.
შშმ და სსსმ პირებს, ჩვეულებისამებრ, შესაძლებლობა ეძლევათ, დარეგისტრირდნენ სასურველ პროგრამებზე. მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების შედეგად, სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული უნარების მოსინჯვით. აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, აპლიკანტი ჩაირიცხება მისთვის სასურველ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანს (იხ. ბმული Gtu.ge).