საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სიახლეები

დაიწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) აპლიკანტთა რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამებზე. 2013 წლის შემოდგომიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვა. ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვას და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას, პოპულარიზაცია გაუწიოს დასაქმების თანაბარი უფლების აღიარებას და უზრუნველყოფას, ხელი შეუწყოს სსსმ/შშმ პირის ტრანზიციის პროცესს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემიდან პროფესიული განათლების სისტემის გავლით დასაქმების ბაზრამდე.
     შშმ და სსსმ პირებს, ჩვეულებისამებრ, შესაძლებლობა ეძლევათ დარეგისტრირდნენ სასურველ პროგრამებზე. მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების შედეგად, სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული უნარების მოსინჯვით. 
    პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის საგაზაფსულო მიღებისათვის რეგისტრაცია დაიწყო 2018 წლის 10 აპრილიდან და გაგრძელდება 22 აპრილის ჩათვლით. აპლიკანტს რეგისტრაციის გავლა შეუძლია:

1. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ყოველდღე 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, კვირის გარდა. (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი,    მე-3 სართული, ოთახი N350 საგნობრივი პროგრამები, N352 მოდულური პროგრამები); 

2. ონლაინ რეგისტრაციისთვის აპლიკანტმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პროგრამაში (vet.emis.ge) უნდა გაიაროს რეგისტრაცია და შექმნას პირადი მომხმარებელი. სსს/შშ მქონე აპლიკანტმა, აუცილებლად უნდა მონიშნოს სარეგისტრაციო გრაფაში მოცემული ველი ,,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი’’;

3. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში.

 

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტი: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.


საკონტაქტო პირი: ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი, თამარ კობერიძე (555 535 282); თამუნა მახარაშვილი (598 47 40 77).


სიახლეებში დაბრუნება