მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენი 1 უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენი 1 უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

27-06-2018 უნივერსიტეტი რენი 1 (საფრანგეთი) (University of Rennes 1 – UR1) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 04.07.18 
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 06.07.18 

ინფორმაცია რენი 1 უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ აქ.  

რენი 1 უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

რენი 1 უნივერსიტეტში სწვლასთან დაკავშირებით სხვა სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რენი 1 უნივერსიტეტში და პრიორიტეტულია ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსი).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11