მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ალექსანდრას სტულგინსკის უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ალექსანდრას სტულგინსკის უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

15-03-2018 ალექსანდრას სტულგინსკის უნივერსიტეტი (კაუნასი, ლიტვა) (Aleksandras Stulginskis University - ASU) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.04.18
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის აპრილში
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 01.05.18

ინფორმაცია ალექსანდრას სტულგინსკის უნივერსიტეტში  ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ აქ.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

ალექსანდრას სტულგინსკის უნივერსიტეტში ERASMUS+ მობილობის პროგრამასთან  დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

შერჩეულმა ნომინანტებმა დამატებით რეგისტრაცია უნდა გაიარონ ონლაინრეჟიმში, 2018 წლის 30 ივნისამდე.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია სტუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის 1 სტუდენტის მობილობა ალექსანდრას სტულგინსკის უნივერსიტეტში  და პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს: ბიზნესადმინისტრირება, სოფლის მეურნეობა, სატყეო, საინჟინრო მეცნიერებები).

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.04.18 
გასაუბრება ჩატარდება 2018 წლის აპრილში
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 01.05.18

ალექსანდრას სტულგინსკის უნივერსიტეტში ERASMUS+ მობილობის პროგრამასთან  დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.  

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.
ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ალექსანდრას სტულგინსკის უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, შემოდგომისა (1 სექტემბერი – 25 იანვარი) და გაზაფხულის (თებერვლის პირველი კვირა - 20 ივნისი) სემესტრების განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური პერსონალის მობილობა ალექსანდრას სტულგინსკის უნივერსიტეტში და პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს: ბიზნესადმინისტრირება, სოფლის მეურნეობა, სატყეო, საინჟინრო მეცნიერებები).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11