მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

Erasmus+ აკადემიური პერსონალის კვირეული 2018 - სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

Erasmus+ აკადემიური პერსონალის კვირეული 2018 - სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

04-03-2018 სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology - SUT) (გლივიცე, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებს ERASMUS+ აკადემიური პერსონალის კვირეულს.

საერთაშორისო კვირეული გაიმართება 2018 წლის 21-25 მაისს.

კვირეულის ფარგლებში აკადემიურ პერსონალს პროექტის პარტნიორი ქართული  უნივერსიტეტებიდან საშუალება ეძლევა, შეხვდეს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, გაუზიაროს გამოცდილება Erasmus+ KA107 საერთაშორისო მობილობასთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღოს პრაქტიკულ სემინარებში, წაიკითხოს ლექციები (მინიმუმ 8 აკადემიური საათი). საერთაშორისო კვირეული ითვალისწინებს კულტურულ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობასაც. 

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 09.03.18
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 12.03.18 

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით (პრიორიტეტი მიენიჭება საინჟინრო მიმართულებებს, უნივერსიტეტებს შორის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის (KA107 პროექტის) ფარგლებში გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუველზე).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ERASMUS+ მობილობასთან დაკავშირებით  მეტი სასარგებლო და პრაქტიკული ინფორმაცია იხილეთ აქ.
 
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური  პერსონალის მობილობა  პროექტის პარტნიორი ქართული უნივერსიტეტებიდან სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში და პრიორიტეტი მიენიჭება საინჟინრო მიმართულებებს).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11