მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული 2018 - აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული 2018 - აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი

28-02-2018 აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი (Afyon Kocatepe University - AKU) (აფიონი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებს რიგით მეექვსე Erasmus+ საერთაშორისო კვირეულს. 

საერთაშორისო კვირეული გაიმართება 2018 წლის 16-21 აპრილს.

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მონაწილეები წარადგენენ პრეზენტაციებს თავიანთი უნივერსიტეტების შესახებ. კვირეულის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს საშუალება მიეცემათ, შეხვდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, გაუზიარონ გამოცდილება Erasmus+ KA107 საერთაშორისო მობილობასთან დაკავშირებით, თურქ სტუდენტებს წაუკითხონ ლექციები (მინიმუმ 8 აკადემიური საათი). საერთაშორისო კვირეული ითვალისწინებს კულტურულ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობასაც. 

შერჩევის პროცედურა

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.03.18*
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 23.03.18 

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია სტუ-ს 2 აკადემიური და 3 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში და პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, ეკონომიკა, კვების ტექნოლოგია, მასალათმცოდნეობა, გეოლოგია, საჯარო მმართველობა, მათემატიკა, სამშენებლო, მანქანათმშენებლობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ინჟინერია).

* შენიშვნა:
აკადემიური პერსონალის ინდივიდუალური მობილობის შემთხვევაში (არა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში), საბუთების მიღების ბოლო ვადაა 13.04.2018;

ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.04.18.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11