მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

14-02-2018 ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology - LUT) (პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.04.18
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2018 წლის 25 აპრილამდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 01.05.18 

აკადემიურ კალენდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ERASMUS+ სტუდენტებისთვის გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით, განსაზღვრულია 2 სტუდენტის  მობილობა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება ელექტროტექნიკის, ენერგეტიკისა და მანქანათმშენებლობის სპეციალობებს).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.04.18
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2018 წლის 25 აპრილამდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 01.05.18

აკადემიურ კალენდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ERASMUS+ აკადემიური პერსონალისთვის გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ აკადემიური პერსონალისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო (20 ივნისამდე, 2018) და საშემოდგომო (ოქტომბერი, 2018 - იანვარი, 2019) სემესტრების განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით, განსაზღვრულია 1 აკადემიური პერსონალის მობილობა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება ელექტროტექნიკის, ენერგეტიკისა და მანქანათმშენებლობის სპეციალობებს).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11