მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული 2018 - ვილნიუსის გედიმინას ტექნიკური უნივერსიტეტი

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული 2018 - ვილნიუსის გედიმინას ტექნიკური უნივერსიტეტი

11-02-2018 ვილნიუსის გედიმინას ტექნიკური უნივერსიტეტი (Vilnius Gediminas Technical University – VGTU) (ვილნიუსი, ლიტვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო კვირეულს „Erasmus+  გლობალური ხდება“. 

საერთაშორისო კვირეული გაიმართება 2018 წლის 23-28 აპრილს.

კვირეულის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს საშუალება ეძლევათ, შეხვდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, გაუზიარონ გამოცდილება Erasmus+ KA107 საერთაშორისო მობილობასთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ სემინარებში, წაიკითხონ ლექციები (მინიმუმ 8 აკადემიური საათი). საერთაშორისო კვირეული ითვალისწინებს კულტურულ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობასაც. 

შერჩევის პროცედურა

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 07.03.18*
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 12.03.18 

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით (პრიორიტეტი მიენიჭება საინჟინრო მიმართულებებს, უნივერსიტეტებს შორის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის (KA107 პროექტის) ფარგლებში გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუველზე).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია 2018 წლის 8 მარტამდე.

საერთაშორისო კვირეულის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის  მობილობისთვის, სავალდებულო სარეგისტრაციო ფორმა და სხვა სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.
 
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია სტუ-ს 1 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში და პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ელექტრონიკა და ავტომატიკა, ელექტროტექნიკა, გარემოს დაცვა (წყლის მენეჯმენტი), გარემოს დაცვის ტექნოლოგიები, მექანიკა, მექატრონიკა, სამშენებლო, არქიტექტურა და საქალაქო ურბანული დაგეგმარება).

* შენიშვნა:
აკადემიური პერსონალის ინდივიდუალური მობილობის შემთხვევაში (არა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში), საბუთების მიღების ბოლო ვადაა 13.04.2018;
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.04.18.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11