მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

31-01-2018 ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (ესპანეთი) (The University of Valladolid – Uva) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 28.02.18 
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 28.02.18 
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.04.18 

ინფორმაცია ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ აქ.

ვალიადოლიდის უნივერსიტეტის ენის ცენტრი ერაზმუსის სტუდენტებს სათავაზობს ესპანური ენის სასწავლო კურსს (3 ECTS), რომელიც სავალდებულო არ არის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ფლობენ აღნიშნულ ენას. შესაბამისი სერტიფიკატი მიეცემათ სტუდენტებს, რომლებიც დაესწრებიან ცენტრის მიერ ორგანიზებული ლექციების მინიმუმ 80%-ს.

აკადემიურ კალენდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სხვა სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

ვალიადოლიდის უნივერსიტეტში მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია, მიმდინარე წლის 28 თებერვლამდე.

ონლაინრეგისტრაციისათვის იხილეთ გზამკვლევი.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგსიტრატურისა და დოქტორანტურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვალიადოლიდის  უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია საინჟინრო, ქიმიური, საბუნებისმეტყველო, ნანოტექნოლოგიები და სატყეო მიმართულებებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).


შერჩევის პროცედურა

ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 28.02.18 
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 28.02.18 
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 28.04.18 

ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ვალიადოლიდის უნივერსიტეტში მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია, მიმდინარე წლის 28 თებერვლამდე.

ონლაინრეგისტრაციისათვის იხილეთ გზამკვლევი.

ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, „საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში (2018 წლის აპრილი).

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11