მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული 2018 - კაუნასის კოლეჯი / გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული 2018 - კაუნასის კოლეჯი / გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

24-01-2018 კაუნასის კოლეჯი / გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (კაუნასი, ლიტვა) (Kauno Kolegija / University of Applied Sciences – KAUKO)  ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის (II სემესტრი) - "საერთაშორისო კვირეული 2018".

შერჩევის პროცედურა

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 29.01.18 
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 31.01.18 

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით (პრიორიტეტი მიენიჭება საინჟინრო მიმართულებებს, უნივერსიტეტებს შორის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის (KA107 პროექტის) ფარგლებში გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუველზე).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება „საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში, 2018 წლის 19–23 მარტს.

კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია 2018 წლის 1-ელ თებერვლამდე.

უნივერსიტეტებს შორის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუძველზე, პრიორიტეტი მიენიჭება საინჟინრო მიმართულებებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია სტუ-ს 1 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში  და პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, გეოდეზია, კარტოგრაფია, დისტანციური ზონდირება, მულტიმედია).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11