მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

26-10-2017 აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი (Afyon Kocatepe University - AKU) (თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საზაფხულო სემესტრისათვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.17
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2017 წლის 20 ნოემბრამდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.11.17

აკადემიურ კალენდართან დაკავშირებით ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხო ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, ზაფხულის სემესტრის განმავლობაში (2018 წლის ივლისის ჩათვლით).

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 4 ადმინისტრაციული და 2 აკადემიური პერსონალის მობილობა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში და პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, ეკონომიკა, კვების ტექნოლოგია, მასალათმცოდნეობა, გეოლოგია, საჯარო მმართველობა, მათემატიკა, სამშენებლო, მანქანათმშენებლობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ინჟინერია).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11