მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

26-10-2017 ვილნიუსის გედიმინას ტექნიკური უნივერსიტეტი (Vilnius Gediminas Technical University- VGTU) (ლიტვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.11.17  
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 13.11.17 
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 15.11.17 

ინფორმაცია ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ აქ.

შერჩეულმა ნომინანტებმა დამატებით რეგისტრაცია უნდა გაიარონ ონლაინრეჟიმში, 2017 წლის 15 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე.

აკომოდაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ

აკადემიურ კალენდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

Erasmus+ სტუდენტებისთვის დამატებით სასარგებლო ინფომაცია იხილეთ აქ.

ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

აპლიკანტების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც გააჩნიათ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და ამავე დროს, უცხო ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის 1 სტუდენტის მობილობა ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში და ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ელექტრონიკა და ავტომატიკა, ელექტროტექნიკა, გარემოს დაცვა (წყლის მენეჯმენტი), გარემოს დაცვის ტექნოლოგიები, მექანიკა, მექატრონიკა, სამშენებლო, არქიტექტურა და საქალაქო ურბანული დაგეგმარება).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11