მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვილნიუსის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვილნიუსის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

18-10-2017 ვილნიუსის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ლიტვა) (Vilniaus kolegija/University’s of Applied Sciences – VIKO) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.17 
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2017 წლის 20 ნოემბრამდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.11.17 

ინფორმაცია ვილნიუსის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში  ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ აქ.

აკადემიურ კალენდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ვილნიუსის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან, შესაბამის პროცედურებთან და დოკუმენტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის 1 სტუდენტის მობილობა ვილნიუსის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში და ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11