მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

14-10-2017 ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (ესპანეთი) (The University of Valladolid – Uva) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.17 
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2017 წლის 20 ნოემბრამდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.11.17 

ინფორმაცია ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ აქ.

ვალიადოლიდის უნივერსიტეტის ენის ცენტრი ერაზმუსის სტუდენტებს სათავაზობს ესპანური ენის სასწავლო კურსს (3 ECTS), რომელიც სავადლებულო არ არის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ფლობენ აღნიშნულ ენას. შესაბამისი სერტიფიკატი მიეცემათ სტუდენტებს, რომლებიც დაესწრებიან ცენტრის მიერ ორგანიზებული ლექციების მინიმუმ 80%.

აკადემიურ კალენდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სხვა სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

ვალიადოლიდის უნივერსიტეტში მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია. ონლაინრეგისტრაციისათვის იხილეთ გზამკვლევი.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგსიტრატურისა და დოქტორანტურის 9 სტუდენტის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ვალიადოლიდის  უნივერსიტეტში და საინჟინრო, ქიმიური, საბუნებისმეტყველო, ნანოტექნოლოგიები და სატყეო მიმართულებებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).


შერჩევის პროცედურა

ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.17 
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2017 წლის 20 ნოემბრამდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.11.17 

ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხო ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, საგაზაფხულო სემესტრის დროს, „საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში (2018 წლის აპრილი).

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 4 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11