მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვარშავის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვარშავის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

06-04-2017 ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ვარშავა, პოლონეთი) (Politechnika Warszawska  - Warsaw University of Technology - WUT) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისათვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.04.17

შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 21.04.17

ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 26.04.17


ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

ინგლისურენოვან სასწავლო კურსებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ. (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საინჟინრო და ტექნოლოგიურ მიმართულებებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).
  
ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და, ამავე დროს, უცხოური ენის ფლობის მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. (პრიორიტეტი მიენიჭება საინჟინრო და ტექნოლოგიურ სამეცნიერო მიმართულებებს, უნივერსიტეტებს შორის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუძველზე).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11