მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვილნიუსის ტექნოლოგიებისა და დიზაინის კოლეჯში - 2017/18 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვილნიუსის ტექნოლოგიებისა და დიზაინის კოლეჯში - 2017/18 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

16-03-2017 ვილნიუსის ტექნოლოგიებისა და დიზაინის კოლეჯი (ლიტვა) (Vilnius College of Technologies and Design – VTDKO) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.04.17 

შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 21.04.17 

ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 26.04.17 

ინფორმაცია ვილნიუსის ტექნოლოგიებისა და დიზაინის კოლეჯის სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ აქ (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საინჟინრო და სამშენებლო საგანმანათლებლო კურსები).

ვილნიუსის ტექნოლოგიებისა და დიზაინის კოლეჯში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

აპლიკანტების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.


შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.04.17 

შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 21.04.17 

ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 26.04.17 

ვილნიუსის ტექნოლოგიებისა და დიზაინის კოლეჯში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.
აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, ზამთრისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში. (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საინჟინრო და სამშენებლო სამეცნიერო მიმართულებები).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11