მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

16-03-2017 თურქეთის შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (ანკარა) (Middle East Technical University - METU) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.04.17 

შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 21.04.17 

ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 26.04.17 

ინფორმაცია შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ აქ.
სააპლიკაციო პროცედურებთან და შესაბამის ფორმებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.  

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

აპლიკანტების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე და დოქტორანტების შემთხვევაში - სათანადოდ დამუშავებული და წარმოდგენილი კვლევის გეგმა.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.


შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.04.17 

შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 21.04.17 

ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 26.04.17 

სააპლიკაციო პროცედურებთან და შესაბამის ფორმებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.  

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, ზამთრისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11