მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტში - 2017/18 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

15-03-2017 ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტი (Universidad del País Vasco (UPV/EHU) - University of the Basque Country) (ბილბაო, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2017-2018 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისათვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.04.17 

შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 21.04.17 

ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 26.04.17 

ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტში სასწავლო კურსებისა და შესაბამისი საბუთებისა და ფორმებისათვის იხილეთ ბმულზე (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საინჟინრო საგანმანათლებლო კურსები).

ინგლისურ ენაზე სამაგისტრო პროექტის/თეზისის მოსამზადებლად  აუცილებელია CV და სამოტივაციო წერილის გაგზავნა ესპანეთის უნივერსიტეტში, სათანადო ხელმძღვანელის მოსაძიებლად. სამაგისტრო პროექტის/თეზისის მომზადება შეესაბამება 24 ECTS კრედიტს.

ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტი სტუდენტებს სათავაზობს ესპანური და ბასკური ენების უფასო სასწავლო კურსებს.

ორკვირიანი ესპანური ენის ინტენსიური სასწავლო კურსი გაიმართება აგვისტოსა და სექტემბერში (4.5 ECTS).

ესპანური ენის ყოველკვირეული სასწავლო კურსი - სექტემბრიდან დეკემბრამდე (6 ECTS) და იანვრიდან მაისამდე (6 ECTS).

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

აპლიკანტების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც გააჩნიათ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და ამავე დროს, უცხო ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე, და დოქტორანტების შემთხვევაში - სათანადოდ დამუშავებული და წარმოდგენილი კვლევის გეგმა.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუძველზე პრიორიტეტი მიენიჭება საინჟინრო სამეცნიერო მიმართულებებს).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18.04.17 

შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 21.04.17 

ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 26.04.17 

ბასკეთის ქვეყნის  უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, ზამთრისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუძველზე პრიორიტეტი მიენიჭება საინჟინრო სამეცნიერო მიმართულებებს).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11