მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა იგნაცი ლუკასევიჩის სახ. ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2016/17 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა იგნაცი ლუკასევიჩის სახ. ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2016/17 სასწავლო წლის საზაფხულო სემესტრი

23-10-2016
იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი) (Ignacy Lukasiewicz Rzeszów University of Technology - RUT) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2016-2017 აკადემიური წლის საზაფხულო სემესტრისათვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.16  
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 18.11.16 
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 25.11.16 

დამატებითი ინფორმაცია ინგლისურენოვან სასწავლო კურსებთან დაკავშირებით იხილეთ აქ

აკომოდაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.  

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

იგნაცი ლუკასევიჩის სახ. ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

აპლიკანტების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც გააჩნიათ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და ამავე დროს, უცხო ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(პრიორიტეტი მიენიჭება მანქანათმშენებლობის სამეცნიერო მიმართულებას, უნივერსიტეტებს შორის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუველზე. ასევე, იხილეთ The Erasmus+ Regulations between RUT and GTU under Agreement no. 2016-1-PL01-KA107-023712)

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.16  
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში: 18.11.16 
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 25.11.16 

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხო ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, ზამთრისა და ზაფხულის სემესტრების განმავლობაში (პრიორიტეტი მიენიჭება მანქანათმშენებლობის სამეცნიერო მიმართულებას, უნივერსიტეტებს შორის ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში გაფორმებული ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების საფუველზე. ასევე, იხილეთ The Erasmus+ Regulations between RUT and GTU under Agreement no. 2016-1-PL01-KA107-023712).

იგნაცი ლუკასევიჩის სახ. ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11