მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო კვირეული „მომავლის უნივერსიტეტი: ციფრული ქალაქები, ციფრული ინოვაციები და ელექტრონული მმართველობა“ - ლ’აკვილას უნივერსიტეტი

Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო კვირეული „მომავლის უნივერსიტეტი: ციფრული ქალაქები, ციფრული ინოვაციები და ელექტრონული მმართველობა“ - ლ’აკვილას უნივერსიტეტი

09-03-2019 ლ’აკვილას უნივერსიტეტი (ლ’აკვილა, იტალია) (Università degli Studi dell’Aquila – UNIVAQ) Erasmus+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებს ადმინისტრაციული პერსონალის 1-ელ საერთაშორისო კვირეულს „მომავლის უნივერსიტეტი: ციფრული ქალაქები, ციფრული ინოვაციები და ელექტრონული მმართველობა“.

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული გაიმართება 2019 წლის 27-30 მაისს.

ღონისძიების პროგრამა გამოქვეყნდება IMOTION ვებგვერდზე.

ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეებმა თავად უნდა უზრუნველყონ მგზავრობის, საცხოვრებლისა და კვების ხარჯები.

კვირეულის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია - 25. 

სარეგისტრაციო ფორმის გაგზავნა შესაძლებელია ელ.ფოსტაზე: uri@strutture.univaq.it

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 14 აპრილი. 

სარეგისტრაციო ფორმა, კვირეულის პროგრამა და სხვა დამატებითი ინფორმაცია Erasmus+ საერთაშორისო კვირეულის შესახებ იხილეთ აქ.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11