მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული 2019 - რენი 1 უნივერსიტეტი

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული 2019 - რენი 1 უნივერსიტეტი

05-03-2019 17-21 ივნისს რენი 1 უნივერსიტეტში (რენი, საფრანგეთი) ტარდება Erasmus+ საერთაშორისო კვირეული ადმინისტრაციული პერსონალისთვის, რომელიც Erasmus+ გაცვლითი პროექტის საკითხებს ეძღვნება.

კვირეულში მონაწილეობა შეუძლია Erasmus+ პროექტში ჩართულ ადმინისტრაციულ პერსონალს. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ექნებათ, კოლეგებს გააცნონ თავიანთი გამოცდილება და პრაქტიკა ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიასთან, სტუდენტების შერჩევასა და საერთაშორისო სტუდენტების მომსახურებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო მობილობის პროექტებს კრედიტების დაგროვებით (ICM).

კვირეულის ფარგლებში გათვალისწინებულია სამუშაო შეხვედრები და კულტურული ღონისძიებები. პრაქტიკულ სემინარებს/ვორკშოპებს შორის შესვენებებზე მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნების ტრადიციული სამზარეულო.

შერჩევის პროცედურა

ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.19
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 30.04.19 

ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გათვალისწინებულია ორი ადმინისტრაციული თანამშრომლის მონაწილეობა Erasmus+ პროექტის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კვირეულზე. 

სარეგისტრაციო თანხა 150 ევროა.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 მარტი.

საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11