მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო და 2019-2020 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრებისთვის

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო და 2019-2020 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრებისთვის

13-02-2019 კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტი ნიტრაში (Constantine the Philosopher University in Nitra - UKF) (სლოვაკეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო (II სემესტრი) და 2019-2020 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრებისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.19
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 აპრილამდე
ნომინანტების წარდგენის ვადა: 30.04.19 

კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B1 დონე).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ინფოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან და ციფრულ სისტემებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.02.19
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 თებერვლამდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 22.02.19 

ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში, 15 მაისამდე.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური და 2 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტში და ინფოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან და ციფრულ სისტემებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11