მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

02-11-2018 სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი (Sivas Cumhuriyet University- CÜ) (სივასი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.11.18 
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 22.11.18-მდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 26.11.18 

სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B1).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში. პრიორიტეტული მიმართულებებია ბიზნესადმინისტრირება და საინჟინრო მეცნიერებები).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11