მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა აალენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა აალენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

04-10-2018 აალენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Aalen University of Applied Sciences) (აალენი, გერმანია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი). 

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 22.10.2018
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 25 ოქტომბრამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 28.10.2018
ნომინანტების ონლაინრეგისტრაციის ბოლო ვადა მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე: 30.11.2018

აალენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

ინფორმაცია აალენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში გერმანული ენის სავალდებულო კურსებთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

პარალელურად, შერჩეულმა ნომინანტებმა დამატებით რეგისტრაცია უნდა გაიარონ ონლაინრეჟიმში.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აალენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ბიზნესადმინისტრირება და საინჟინრო სპეციალობები).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.10.2018
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 20 ოქტომბრამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 30.10.2018

აალენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური და ადმინისტრაციული  პერსონალის მობილობა განხორციელდება აალენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 4 ადმინისტრაციული და 4 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აალენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ბიზნესადმინისტრირება და საინჟინრო სპეციალობები).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11