მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ფოჯას უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ფოჯას უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

27-09-2018 ფოჯას უნივერსიტეტი (University of Foggia – UniFg) (ფოჯა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2018
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 19 ნოემბრამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 22.11.2018
 
ფოჯას უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის გზამკვლევი, ასევე, ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურებისა და შესაბამისი საბუთებისა და ფორმებისთვის იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B1).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ფოჯას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ბიოსამედიცინო ინჟინერიასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2018
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 19 ნოემბრამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 22.11.2018

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ფოჯას უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ფოჯას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ბიოსამედიცინო ინჟინერიასთან და კვების მრეწველობასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11