მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლ'აკვილას უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლ'აკვილას უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

26-09-2018 ლ’აკვილას უნივერსიტეტი (ლ’აკვილა, იტალია) (University of L'Aquila – UNIVAQ) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 22.10.2018
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 25 ოქტომბრამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 28.10.2018

ლ’აკვილას უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.  

იტალიური ენისა და კულტურის კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

ლ’აკვილას უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლ’აკვილას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული ინჟინერია, ბიოტექნოლოგია).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალითვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 22.10.2018
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 25 ოქტომბრამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 28.10.2018

ლ’აკვილას უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.  

ლ’აკვილას უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ლ’აკვილას უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრების განმავლობაში.
 
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა პროექტის პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტებიდან ლაკვილას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული ინჟინერია, ბიოტექნოლოგია).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11