მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

25-09-2018 ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტი (Yildiz Technical University  – YTU) (სტამბოლი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 22.10.2018
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 25 ოქტომბრამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 28.10.2018
 
ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების ჩამონათვალი და აკადემიური კალენდრის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

საერთაშორისო სტუდენტებისთვის სხვა სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B1).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: საზღვაო ინჟინერია (გემის არქიტექტურა), მანქანათმშენებლობა (გემთმშენებლობა)).

შერჩევის პროცედურა

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:


საბუთების მიღების ბოლო ვადა: 22.10.2018
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 25 ოქტომბრამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 28.10.2018

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრების განმავლობაში.
 
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური და 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში.  პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: საზღვაო ინჟინერია (გემის არქიტექტურა), მანქანათმშენებლობა (გემთმშენებლობა)).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11