მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო კვირეული 2018 - შივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი

Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო კვირეული 2018 - შივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი

22-09-2018 შივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი (Sivas Cumhuriyet University- CÜ) (შივასი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებს ERASMUS+ ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო კვირეულს 2018.

საერთაშორისო კვირეული 2018 გაიმართება 2018 წლის 22-26 ოქტომბერს.

საერთაშორისო კვირეულის თემატიკაა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია.

კვირეულის პროგრამა  იხილეთ ბმულზე.  

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების სამუშაო ენა ინგლისურია.

შერჩევის პროცედურა

ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.10.18
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 12.10.18 

ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

შივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში ERASMUS+ მობილობასთან დაკავშირებით  მეტი სასარგებლო და პრაქტიკული ინფორმაცია იხილეთ აქ.
 
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული  პერსონალის მობილობა შივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11