მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

14-09-2018 შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (West Pomeranian University of Technology - WPUT) (პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი). 

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2018
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 19 ნოემბრამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 22.11.2018

დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში აკადემიურ კალენდართან, სასწავლო კურსებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და გზამკვლევი სტუდენტებისთვის იხილეთ აქ.

სააოლიკაციო პროცედურებისთვის შესაბამისი საბუთებისა და ფორმებისთვის იხილეთ ვებგვერდი.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B1).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ბიოსამედიცინო ინჟინერინგის მიმართულებებს).


შერჩევის პროცედურა

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.18
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 19 ნოემბრამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 22.11.18

შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში (სასურველია, მობილობა განხორციელდეს 2019 წლის 31 იანვრამდე).

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ბიოსამედიცინო ინჟინერინგის მიმართულებებს).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11