მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

11-09-2018 თურქეთის შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (ანკარა) (Middle East Technical University - METU) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2018
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 19 ნოემბრამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 22.11.2018

ინფორმაცია შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ აქ.

სააპლიკაციო პროცედურებთან და შესაბამის ფორმებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია სტუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის 1 სტუდენტის მობილობა, ასევე, სტუდენტების მობილობა ნულოვანი გრანტით (ე.წ. Zero Grant), შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11