მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა მონპელიეს უნივერსიტეტში სუპაგრო - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა მონპელიეს უნივერსიტეტში სუპაგრო - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

10-09-2018 მონპელიეს უნივერსიტეტი სუპაგრო (საფრანგეთი) (Montpellier SupAgro) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.10.18 
ტესტირება ინგლისურ ენაში: 11.10.18
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 15.10.18 

ინფორმაცია მონპელიე სუპაგროში ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ აქ.

მონპელიე სუპაგროში ERASMUS+ პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სხვა სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მონპელიეს უნივერსიტეტში სუბაგრო და პრიორიტეტულია სასოფლო-სამეურნეო მიმართულებებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11