სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების განრიგის ნაწილობრივი ცვლილების შესახებ

სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების განრიგის ნაწილობრივი ცვლილების შესახებ

„სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების განრიგის შესახებ„ სტუ-ის რექტორის 2023 წლის 28 ივლისის N938527 ბრძანების ნაწილობრივი ცვლილების ..საფუძველზე (ბრძ.N1100675 .07.092023წ)

 

ა) შეიცვალოს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე „ეკონომიკა“ 900 საათზე ჩანიშნული მისაღები სასპეციალიზაციო გამოცდის ჩატარების ადგილი და გამოცდა ჩატარდეს სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრის კომპიუტერული ცენტრში - 2 (1 სართული), ნაცვლად კომპიუტერული ცენტრი - 1-ისა (მე-6 სართული);

ბ) შეიცვალოს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე: „მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ ინჟინერინგი“, „მათემატიკა“ და „ბიოსამედიცინო ინჟინერია და სამედიცინო ინფორმატიკა“ მისაღები სასპეციალიზაციო გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი და გამოცდა ჩატარდეს 1700 საათზე (ნაცვლად 1100 საათისა) სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრის კომპიუტერული ცენტრში - 1 (6 სართული), ნაცვლად კომპიუტერული ცენტრი - 2-ისა (მე-1 სართული);

გ) შეიცვალოს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე: „საჯარო მმართველობა“, „საჯარო მმართველობა“ (რუსულენოვანი) და „ბიზნესის ადმინისტრირება“ (ინგლისურენოვანი), მისაღები სასპეციალიზაციო გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი და გამოცდა ჩატარდეს 1700 საათზე (ნაცვლად 1300 საათისა) სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრის კომპიუტერული ცენტრში - 1 (6 სართული), ნაცვლად კომპიუტერული ცენტრი - 2-ისა (მე-1 სართული);


 

სიახლეებში დაბრუნება