მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სწავლება

დეპარტამენტში სწავლა მიმდინარეობს სამ საფეხურად შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებით:

  • ბაკალავრიატი - 4 წელი, ქართული და რუსული სექტორები (სწავლის საფასური - 2250  ლარი წელიწადში);
  • მაგისტრატურა - 2 წელი, ქართული  სექტორი (სწავლის საფასური - 2250 ლარი წელიწადში);
  • დოქტურანტურა - 3 წელი, (სწავლის საფასური - 2250  ლარი წელიწადში).

საგანმანათლებლო პროგრამები:

ბაკალავრიატი _ "ინფორმატიკა" (მოდულები/სპეციალიზაციები: კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული სისტემები და ქსელები, ვებ-ტექნოლოგიები);
მაგისტრატურა - "ინფორმატიკა" (სამაგისტრო თემატიკა/სპეციალიზაცია: კომპიუტერული სისტემები და ქსელები);
დოქტურანტურა - " ინფორმატიკა"

ლაბორატორიული სწავლების მეთოდი
კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის  სტუდენტების განკარგულებაშია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საფაკულტეტო „ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო – სამეცნიერო  ლაბორატორია“.  პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ტარდება ლაბორატორიის ტექნოლოგიურ აღჭურვილობაზე და კომპიუტერულ კლასებში.

კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის მოდულები საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაში „ინფორმატიკა“