მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

”ინტერდისციპლინური ინფორმატიკის დეპარტამენტი”

ინტერდისციპლინური ინფორმატიკის დეპარტამენტი”

       ”ინტერდისციპლინური ინფორმატიკის” დეპარტამენტი ინფორმატიკისა და მართ-ვის სისტემების ფაკულტეტის შემადგენლობაში შემავალი სასწავლო-სტრუქტურული ერთეულია. განთავსებულია ტექნიკური უნივერსიტეტის მე-8 კორპუსში, მე-3 სართ-ულის B  ფლიგელში.

დეპარტამენტი და მისი ისტორია

        საზოგადოების საყოველთაო ინფორმატიზაციის პირობებში, ინფორმატიკა ჩამოყა-ლიბდა  ფუნდამენტურ მეცნიერებად, რომელიც შეისწავლის ინფორმაციის კომპიუტე-რული დამუშავების ზოგად პრინციპებს და მართვის პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფის საკითხებს.

       ზოგად-ფუნდამენტური ხასიათის მიუხედავად, ინფორმატიკის გამოყენებას ყოველ ცალკეულ სფეროში, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეული თავისებურებები ახლავს. სწორედ ეს გარემოებაა ასახული დეპარტამენტის დასახელებაში ”ინტერდის-ციპლინური ინფორმატიკა”, რომელიც გულისხმობს ინფორმატიკის ფუნდამენტური პრინციპების გამოყენებას კონკრეტული დარგის მოთხოვნების გათვალისწინებით.

დეპარტამენტის ისტორია იწყება 1975 წელს , როდესაც პროფესორ მიხეილ გოთო-შიას ხელმძღვანელობით, ზოგად - ტექნიკურის სტატუსით შეიქმნა ” საინჟინრო და ეკო-ნომიკურ გაანგარიშებებში კომპიუტერების გამოყენების ” კათედრა . 1995 წლიდან იგი ფუნქციონირებდა ” ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგი-ების ” კათედრის , ხოლო 2012 წლიდან, ახალ სტრუქტურებზე ტექნიკური უნივერსიტე-ტის გადასვლის შემდეგ, ”ინტერდისციპლინური ინფორმატიკის” დეპარტამენტის სახე-ლით.

სწავლების მიმართულებები

       ამჟამად დეპარტამენტი, ”ინფორმატიკის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლე-ბში, უზრუნველყოფს:

ბაკალავრიატის ორ სასწავლო მოდულს:

  1. მენეჯერული და ბიზნეს ინფორმატიკა;
  2. სოციალური ინფორმატიკა;

მაგისტრატურის ორ სპეციალიზაციას:

  1. მენეჯერული ინფორმატიკა;
  2. მულტიმედიური ტექნოლოგიები და ვებ-დიზაინი.

     მენეჯერული და ბიზნეს-ინფორმატიკა (Managerial and Business Informatics) არის ინფორმატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ინფორმაციული ტექნოლოგიების დაპ-როექტების, დანერგვისა და გამოყენების ასპექტებს ბიზნესის და მენეჯმენტის სფეროში. სპეციალიზაცია ფართოპლანიანია. გულისხმობს ისეთი საგნების შესწავლას, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან, ინფორმატიკასთან, ეკონომიკას-თან, მენეჯმენტისა და ბიზნესის საფუძვლებთან. ბიზნეს-ინფორმატიკა, როგორც ინ-ფორმატიკის მიმართულება ჩამოყალიბდა გერმანიაში. ახლა ბიზნეს-ინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამები ევროპისა და ამერიკის მრავალ უნივერსიტეტში გვხვდება.

    სოციალური ინფორმატიკა Social Informatics  ( გვხვდება დასახელებაც Social Compu-ting) ინფორმატიკის  შედარებით ახალი და სწრაფად განვითარებადი დარგია, რომელიც სოციალური სფეროს ინფორმატიზაციის საკითხებს შეისწავლის. მისი დანიშნულებაა სოციალური და ინფორმაციული ტექნოლოგიების სინთეზი. სპეციალიზაცია  გული-სხმობს  ისეთი საკითხების შესწავლას, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან,  მენეჯმენ ტ თან, ფსიქოლოგიასთან, სოცი ა ლური პროცესების კომპი-უტერულ ანალიზთან, სოციალური ქსელებისა და ვებ – ტექნოლოგიების დაპროექ-ტებასა და ექსპლუატაციასთან. სოციალური ინფორმატიკა, როგორც ახალი მიმართუ-ლება ჩამოყალიბდა დიდ ბრიტანეთში. ამჟამად შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები არის ევროპის, ამერიკის, იაპონიის, ავსტრალიის უნივერსიტეტ ებ ში.

      გარდა აღნიშნულისა, თავისი ”ინტერდისციპლინური” არსიდან გამომდინარე, დეპა-რტატამენტი ინარჩუნებს ფუნდამენტურ ფუნქციას და უზრუნველყოფს როგორც ზოგად-საუნივერსიტეტო ასევე იმ სასწავლო დისციპლინების სწავლებას, რომლებიც კონკრეტულ სფეროებში კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებასთანაა დაკავში-რებული.

სასწავლო დისციპლინები

      ტრადიციულთან ერთად სასწავლო პროგრამა შეიცავს რიგს ახალი დისციპ-ლინებისა (იხ, დისციპლინათა ჩამონათვალი) რომლებიც   მსოფლიოს წამყვან უნივერ – სიტეტებში ისწავლება.

ბაკალავრიატის სასწავლო  დისციპლინათა  ჩამონათვალი

ვიზუალური დაპროგრამება

ინფორმატიკა და საზოგადოებრივი განვითარების კანონზომიერებანი

მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები (SQL, Oracle)

ფსიქომეტრიკის საფუძვლები

მენეჯმენტის ინფორმაციული ტექნოლოგიები  

სოციოლოგიურ  მონაცემთა კომპიუტერული ანალიზი

ბიზნეს-მონაცემთა კომპიუტერული ანალიზი

სოციალური პროცესების კომპიუტერული მოდელირება

ადამიანური რესურსების მართვა

სოციალური ქსელების დაპროექტება

საფინანსო  კომპიუტერული ტექნოლოგიები

ეკონომიკური ანალიზის ინფორმაციული ტექნოლოგიები

გადაწყვეტილებათა მიღების კომპიუტერული მხარდაჭერა მენეჯმენტსა და ბიზნესში

კომპიუტერული გრაფიკა და მულტიმედია

ინფორმაციული მენეჯმენტის კომპიუტერული ტექნოლოგიები

ინფორმაციის დაცვის მეთოდები და სისტემები

ბიზნეს-პროცესების მოდელირება და დიზაინი

ვებ-დაპროგრამების ტექნოლოგია: PHP

საქმიანი თამაშები ბიზნესსა და მენეჯმენტში

ინტელექტუალური სისტემები

ელექტრონული ბიზნესის ტექნოლოგიები

კონფლიქტურ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების ინტერაქტიური სისტემები

ბიზნესისა და მარკეტინგის ინფორმაციული უზრუნველყოფა


საუნივერსიტეტო დისციპლინები

ინფორმაციული ტექნოლოგიები 1;

ინფორმაციული ტექნოლოგიები ეკონო-მიკასა და ბიზნესში;

ინფორმაციული ტექნოლოგიები 2;

მულტიმედიური ტექნოლოგიები;

თანამედროვე ელექტრონული კომუნიკა-ციები;

ალგორითმიზაციისა და დაპროგრამების საფუძვლები.

კურსდამთავრებულთა დასაქმება

      აღნიშნული სპეციალიზაციებით საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ,  დასაქმება შესაძლებელია ბიზნესის, წარმოების, ორგანიზაციული და სოციალური მენეჯმენტის, სახელმწიფო მართვის, საგანმანათლებლო, მასმედიისა და საზოგადოდ, თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და მართვის პროგრესული ფორმებით აღჭურვილ ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში, სადაც ეწევიან ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროექტების დამუშავებას , ადაპტაციას და დანერგვას, ინფორმა-ციული სისტემების მენეჯმენტს, მუშაობენ პროგრამისტებად, უზრუნველყოფენ სოცია-ლური და ბიზნეს-პროცესების ინფორმაციულ-ანალიტიკურ  მხარდაჭერას.

ჩვენი კურსდამთავრებულები  წარმატებით საქმიანობენ საჯარო ორგანიზაციებსა და კომერციულ ფირმებში  ოფის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერებად, წამყ - ვანი ბანკების ფილიალებში, მობილური კავშირის კომპანიებში, საჯარო რეესტრში, ადა - მიანური რესურსების (HR) მართვისა და მონიტორინგის სფეროში , წარმოებაში და სხვ.

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სასწავლო პროცესი

       დეპარტამენტის ტერიტორიაზე განთავსებულია უახლესი კომპიუტერული ტექ-ნიკით აღჭურვილი 5 ლაბორატორია და 2 სალექციო აუდიტორია. კომპიუტერები ჩარ-თულია ლოკალურ ქსელსა და ინტერნეტში. სასწალო ლაბორატორიები უზრუნ-ველყოფილია თანამედროვე ოპერაციული სისტემებით, დაპროგრამებისა და მონაცემთა ბაზების მართვის სისტემებით, სხვადასხვა დანიშნულების პროგრამული პაკეტებით.

   დეპარტამენტში ფუნქციონირებს სტუდენტთა და მაგისტრანტთა სამუშაო ოთახი ბიბლიოთეკა.

სასწავლო პროცესი უზრუნველყოფილია მიმართულების თანამშრომელთა მიერ მომზადებული სახელმძღვანელოებით, მეთოდური ნაშრომებით, კონსპექტებით, მათი ელექტრონული ვერსიებით, ინტერნეტ-წყაროებით, სტუ-ს და ფაკულტეტის ბიბლიო-თეკაში არსებული დამხმარე ლიტერატურით.

       ამჟამად სასწავლო პროცესში ჩართულია ბაკალავრიატის 19 და მაგისტრატურის 2 ჯგუფი.  დეპარტამენტის მთავარი ამოცანაა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პრინციპის ხელშეწყობა და ცხოვრებაში გატარება, ზრუნვა სწავლების ხარისხის ამაღ-ლებისათვის.     

       წარმატებული სტუდენტები და მაგისტრანტები მუდმივად მონაწილეობენ სტუ-დენტთა სამეცნიერო კონფერენციებში, სადაც სისტემატურად იკავებენ საპრიზო ადგილებს.

აკადემიური პერსონალი და სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობა

       დეპარტამენტში  აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას ეწევა 8 სრული პროფე-სორი, 14 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი, 24 უფროსი მასწავლე-ბელი. მოწვეულის სტატუსით აკადემიურ საქმიანობას აგრეთვე ეწევა 2 სრული და 2 ასოცირებული პროფესორი.  

       4 სრული პროფესორს (ა. მილნიკოვი, ი. როდონაია, გ. ძიძიგური, ი. ხომერიკი) ხელეწიფება ლექციების წაკითხვა ინგლისურ ენაზე. რუსულ ენაზე ლექციების წაკი-თხვა შეუძლია ყველა პროფესორს.  

      დეპარტამენტის პროფესურა  12 დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელია.

      აკადემიური პერსონალი მუდმივად მუშაობს სასწავლო დისციპლინების სილა-ბუსების დასახვეწად, საჭირო  ლიტერატურით სასწავლო პროცესის უზრუნველყოფისა-თვის. გამოცემულია და მზადდება ახალი სახელმძღვანელოები და მეთოდური ნაშრომები. ამ საქმიანობაში პროფესურა ითვალისწინებს სტუდენტთა სურვილებსა და მოსაზრებებს.

    დეპარტამენტის სამეცნიერო თემატიკა მოიცავს სხვადასხვა პრობლემატიკის ამო-ცანათა მოდელირების, ალგორითმიზაციის, შესაბამისი  ინფორმაციული ტექნოლო-გიების დამუშავების, დანერგვის და ამისათვის აუცილებელი მეთოდოლოგიური საფუ-ძვლების შექმნის ასპექტებს. კერძოდ, სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართუ-ლებებია:

      _ ტექნიკური , ეკონომიკური , სოციალური, საბაზრო და სხვ. ობიექტებისა და სისტე - მების და მათში მიმდინარე პროცესების მართვის მოდელების , ალგორითმებისა და შესაბამისი ინფორმაციული ტექნოლოგიების კვლევა და შემუშავება ;

     _ ადამიანური რესურსების მართვის პრობლემების კვლევა და სათანადო ინფორ - მაციული ტექნოლოგიების შემუშავება ;   

     _ სხვადასხვა სფეროში გადაწყვეტილებათა მიღების მოდელებისა და ალგორით - მების კვლევა , მათი კომპიუტერული მხარდაჭერისათვის ინფორმაციული ტექნო - ლოგიებისა და სისტემების შემუშავება .

      დეპარტამენტის პროფესურა მონაწილეობს სხვადასხვა საგრანტო პროგრამებსა და სამეცნიერო-პრაქტიკულ პროექტებში, იწვევენ მონაწილეობის მისაღებად საერთაშო-რისო კონფერენციებში, მათი ნაშრომები ქვეყნდება პრესტიჟულ, როგორც ადგი-ლობრივ, ასევე  უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში.

დეპარტამენტი დიდ ყურადღებას იჩენს ახალგაზრდა კადრების მიმართ. ამჟამად, დეპარტამენტ შ ი მოღვაწეობს და სასწავლო–სამეცნიერო პროცესში ჩართულია ჩვენი 7 კურსდამთავრებული . მიღებული პრაქტიკაა ლაბორატორიის ტექნიკური პერსონალის თანამდებობაზე დამამამთავრებელი კურსების სტუდენტთა სწავლასთან შეთავსებით მუშაობა. ყოველივე ეს, დეპარტამენტში თაობაათა უმტკივნეულო ცვლის საიმედო გარანტიაა.

სტუდენტური აქტივობა

         დეპარტამენტის სტუდენტობა ტრადიციულად გამოირჩევა მაღალი სასწავლო პროცესის გარე აქტივობით. მათ წარმომადგენლებს სისტემატურად ირჩევენ  ფაკულ-ტეტისა და ინსტიტუტის სტუდენტურ საბჭოებში, ფაკულტეტის დიდ საბჭოში. ჩვენი სტუდენტობა წარმატებით მონაწილეობს ყველა საფაკულტეტო თუ საინსტიტუტო კულტურულ და სპორტულ ღონისძიებაში, სტუდენტური თეატრის დადგმებში. დეპარ-ტამენტში ტრადიციადაა ქცეული დასვენების დღეებში სტუდენტური ექსკურსიები, რომლებშიც ხშირად დეპარტამენტის პროფესურაც მონაწილეობს.