მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

დეპარტამენტის საქმიანობა და მიზნები

თანამედროვე საქმიანობა წარმოუდგენელია კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე. მას იყენებენ წარმოებაში, გამომცემლობებსა და ბიბლიოთეკებში, ბანკებსა და პროდუქციის საცავებში, კავშირის სისტემებსა და ტრანსპორტის მართვის სისტემებში, საგადასახადო და სააღრიცხვო საქმიანობაში, გასართობ სფეროში და ა.შ. კომპიუტერი ბევრი პროფესიისა თუ სპეციალობის სამუშაო ადგილის აუცილებელი ატრიბუტი გახდა. აქედან გამომდინარე, „კომპიუტერული ინჟინერია“  თანამედროვეობის ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობა გახდა.


კომპიუტერული ინჟინერია (აგრეთვე იწოდება კომპიუტერული სისტემების ინჟინერიად) აერთიანებს ინფორმატიკასა და კომპიუტერულ-ქსელურ ტექნოლოგიებს. ინჟინერიის ეს დარგი ორიენტირებულია არა მხოლოდ კომპიუტერული სისტემების მუშაობაზე, არამედ მათ ინტეგრაციაზეც სხვადასხვა დარგებისათვის. კომპიუტერული ინჟინერი წარმოადგენს სპეციალისტს კომპიუტერული ქსელებისა და ტექნოლოგიების დარგში. მათ, როგორც წესი, გააჩნიათ პროფესიონალური მომზადება ელექტრონიკის, ციფრული სქემატექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების და აპარატურულ-პროგრამული უზრუნველყოფების ინტეგრაციის სფეროში. ისინი ასრულებენ საპროექტო სამუშაოებს მრავალი მიმართულებით, დაწყებული ცალკეული ჩაშენებული სისტემების, კომპიუტერების და დამთავრებული ინტეგრირებული სისტემების შექმნით. ჩვეულებრივ, კომპიუტერულ ინჟინერიასთან დაკავშირებული ამოცანები შეიცავენ პროგრამული და მიკროპროგრამული უზრუნველყოფის დამუშავებას ჩაშენებული მიკროკონტროლერებისათვის, სიგნალების დამუშავების მოწყობილობების პროექტირებასა და მმართველი პროგრამების დამუშავებას. კომპიუტერული ინჟინერი ასრულებს აგრეთვე კვლევით სამუშაოებს რობოტოტექნიკის სფეროში, რომელიც ეყრდნობა ციფრული სისტემების გამოყენებას ელექტრული სისტემების მართვაში, როგორიცაა ძრავები, კავშირის სისტემები, გადამწოდები და ა.შ.


ზემოთ აღნიშნულის შესწავლის მსურველთათვის და კვალიფიციური სპეციალისტების მისაღებად ჩვენს დეპარტამენტში მოქმედებს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც უძღვებიან გამოცდილი, კვალიფიციური და ახალგაზრდა კადრებით დაკომპლექტებული გუნდი. პროფესურას წარმოადგენენ  მეცნიერებათა დოქტორები, მეცნიერებათა კანდიდატები, აკადემიური დოქტორები. დეპარტამენტში მოღვაწეობენ  საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიიის და საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრები, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურიატები მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, გამომგონებლები, ღირსების ორდენის კავალრები.


რატომ უნდა დავეუფლოთ კომპიუტერულ ინჟინერიას?