მატერიალური ბაზა 602

ინტერიერისა და დიზაინის 602 დეპარტამენტი

პროგრამა „არქიტექტურა“.

პროგრამის წარმართვას ემსახურება: „არქიტექტურული ფიზიკის და მულტიმედიური პროექტირების ლაბორატორია“.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბაკალავრებიდა მაგისტრებიკომპიუტერული მოდელირების სასწავლო კურსებისათვისებისათვის იყენებენ „არქიტექტურული ფიზიკის და მულტიმედიური პროექტირების ლაბორატორიის“ კომპიუტერული ტექნიკის აღჭურვილობას, რომელშიც ჩატვირტულია სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი გრაფიკული პროგრამები: AutoCAD, ARCHICAD, 3dMAX.

საბაკალავრო პროგრამა „სამოსის დიზაინი“.

პროგრამის წარმართვას ემსახურება:

1. ტანსაცმლის კონსტრუირებისა და ტექნოლოგიის ლაბორატორია;

2. ტყავის ნაწარმის კონსტრუირებისა და ტექნოლოგიის ლაბორატორია;

3. სამხატვრო სახელოსნო.

            „ტანსაცმლის კონსტრუირებისა და ტექნოლოგიის ლაბორატორია“ აღჭურვილია თანამედროვე უნივერსალური სამკერვალო მანქანებით (Garudan და Brother-ის ფირმის), მანეკენით, ორთქლის სამრეწველო უთოთი; გამოსაჭრელი მაგიდით, ტანსაცმლის საკიდებით, საკონსტრუქტორო მოწყობილობებით, პროექტორი PJD5112-ით, ლეპტოპით, ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების შესასრულებელი საკერავი, საქარგავი და საქსოვი მოწყობილობებით.

            „ტყავის ნაწარმის კონსტრუირებისა და ტექნოლოგიის ლაბორატორია“ აღჭურვილია თანამედროვე უნივერსალური და სპეციალური დანიშნულების მანქანებით (Yamata, Garudan, Juki), ფეხსაცმლის ლანჩის კიდეების გამხეხი კომბაინი, ფეხსაცმლის კალაპოტები, ფეხსაცმლის თარგების მზომი პლანიმეტრი, მიკროსკოპი, ანალიზური სასწორი. აქვეა მოთავსებული ბიბლიოთეკა სპეციალური ლიტერატურით.

            სამხატვრო სახელოსნოში განთავსებულია ტუმბოები ხატვისათვის, პლანშეტები, პლანშეტის საყრდენები, თვალსაჩინოება.

            აღნიშნულ ლაპორატორიებში ბაკალავრი შეძლებს მოდური ტენდენციების, კონსტრუქტორული და ტექნოლოგიური მიღწევების, კულტურული მემკვიდრეობის ტრადიციული მიმდინარეობების გამოყენებით თანამედროვე ნაწარმის მხატვრულ-ტექნიკურ დაგეგმარებას. მასიური და სერვისის საწარმოებში დიზაინერული, კონსტრუქტორული და ტექნოლოგიური სამუშაოების წარმართვისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენას.