ისტორია N602

ინტერიერისა და დიზაინის დეპარტამენტი #602

1992 წელს არქიტექტურის ფაკულტეტზე პროფესორ კონსტანტინე ამირეჯიბის მიერ დაარსებულ იქნა  დიზაინის კათედრა, რომლიც შემდგომ - 2013 წლიდან - გადაიზარდა ინტერიერისა და დიზაინის დეპარტამენტად.

ინტერიერისა და დიზაინის დეპარტამენტი კოორდინაციას და ხელმძღვანელობას უწევს საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურის“ ინტერიერის დიზაინისა და გარემოს დიზაინის ორ მიმართულებას - ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე, ასევე საგანმანათლებლო პროგრამა „სამოსის დიზაინის“ საქმიანობას.

 დიდია „ინტერიერის“ - მიმართულების სტუდენტების საკონკურსო აქტივობა, რომლის დროსაც არაერთგზის ასახელეს ფაკულტეტი:

კონკურსი: „ხატვის სტუდიის ინტერიერის დიზაინის პროექტი“06/03/2014


პირველი ადგილი მიენიჭა IV კურსელ სტუდენტს თ. ჭანტურიას, მეორე ადგილი განაწილდა IV კურსელ ნ. ბანეთიშვილსა და გ. მაისურაძეს შორის. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და ფულადი ჯილდოები. ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სამახსოვრო საჩუქრებით.


არქიტექტურული სკოლებისსადიპლომოპროექტების XXIII-ესაეთაშორისო კონკურსიქ. ბაქოში 18/10/14


1 ხარისხის დიპლომი -  შოთა გელაშვილი


2 ხარისხის დიპლომი - გურამ ხოსრუაშვილი


2 ხარისხის დიპლომი - სოფიო ჯოხაძე


2 ხარისხის დიპლომი - რუსუდან აბზიანიძე


კონკურსი: „არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ჰოლის ინტერიერი“  17/10/15

    

გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიით: 1 ადგილი - ნიკა სამხარაძე (200 ლარი), 2 ადგილი - გიორგი სისაური (100 ლარი), 3 ადგილი - გვანცა ცქიფურიშვილი (50 ლარი).

კონკურსი: „ყველაფერიგარდაჩვეულებრივისა20/06/2015

  

კონკურსშიმონაწილეობასიღებდნენარქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტისდათბილისისსამხატვროაკადემიისსტუდენტები. ფინალურტურზეწარმოდგენილიიყოათისაუკეთესოესკიზურიპროექტისდასრულებულიგრაფიკულივერსიებიდა მათიპრეზენტაციები.

გამოვლინდა გამარჯვებული ნამუშევრები. პირველი ადგილი მიენიჭა სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტის ელენე მაჩაიძის ნამუშევარს, მეორე ადგილი სტუდენტური ჟიურის გადაწყვეტილებით  ამავე ფაკულტეტის სტუდენტის გვანცა ცქიფურიშვილის პროექტმა დაიკავა.

გამარჯვებულები კომპანია „კარემ“ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა, სერთიფიკატები გადაეცათ კონკურსის ფინალში გასულ ყველა სტუდენტს.



„არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის“ ინტერიერის მოდულის სტუდენტთა  საკურსო პროექტების გამოფენები: 17/01/2015, 08.12.2015, 07.03.2016, 24.12.2017

   

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის „გარემოს დიზაინი“-ს მიმართულება აქტიურად არის ჩართული ჩვენი დედაქალაქის ვიზუალური იერსახის გამშვენიერების პროცესში.

ზოგადად, საქართველოს ყველა მოქალაქეს სურს, რომ თავისი დედაქალაქი იყოს ძალიან ლამაზი, მოვლილი. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ყოველი რაიონი, მიკრორაიონი, კვარტალი თუ უბანი იყოს დასამახსოვრებელი, ცნობადი კრეატიული დიზაინის მქონე მცირე არქიტექტურული ფორმებით, საბავშვო მოედნებით, შადრევნებით, ურბანული ავეჯით, განათების ელემენტებით და ა. შ, რადგან სწორედ მათი ერთობლიობა ქმნის ქალაქის საერთო სახეს, მის "ინტერიერს", რაც საბოლოო ჯამში წარმოადგენს მის იმიჯს მსოფლიო ასპარეზზე. გარდა ამისა ადამიანი, რომელიც გაიზარდა მასიური მშენობლობის ნაცრისფერ გარემოში თვლის, რომ ეს სურათი არ ეწინააღმდეგება ესთეტიკურ ნორმებს, შედეგად ის ხდება უგრძნობი ქალაქის მხატვრული სახის აღქმისადმი. ამიტომ ჰარმონიული საქალაქო გარემოს შექმნას აქვს არა მარტო სოციალურ-კულტურული, არამედ აღმზრდელობითი მნიშვნელობაც.

სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა თაობაც, კერძოდ, ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები ზრუნავენ დედაქალაქის იერსახეზე. ამაზე მეტყველებს 2016 წელს ჩატარებული ორი მასშტაბური კონკურსი, რომელთაგან პირველი - "ნუცუბიძისა და ზაქარიაძის ქუჩებს შორის არსებული ტერიტორიის დიზაინ–პროექტი" - დაიგეგმა და განხორციელდა საბურთალოს რაიონის გამგეობასა და “გარემოს დიზაინის“ მიმართულების პედაგოგებს შორის თანამშრომლობის შედეგად, ხოლო მეორე - „საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქუჩაზე არსებული რეკრიაციული პარკის დიზაინ–პროექტი“ - გამოცხადდა და განხორციელდა ააიპ“ეკოლოგიკა”-სა და  “გარემოს დიზაინის“ მიმართულების პედაგოგებს შორის თანამშრომლობის შედეგად. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში გამარჯვებული პროექტის ავტორს (პირველ კონკურსში გამარჯვებული - გვანცა ცქიფურიშვილი, მეორე კონკურსში გამარჯვებული - ნუცა დემეტრაშვილი) მიეცა სკვერის რეალიზების საშუალება. ორივე პროექტი ორმაგად მიმზიდველი აღმოჩნდა, რადგან ერთის მხრივ მან ხელი შეუწყო ჩვენი დედაქალაქის გამშვენიერებას და მეორეს მხრივ, ამ პრაქტიკული სამუშაოს ბაზაზე სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას.

ონკურსი თემაზე: ნუცუბიძისა და ზაქარიაძის ქუჩებს შორის არსებული ტერიტორიის დიზაინ–პროექტი

 

  

კონკურსი თემაზე: საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქუჩაზე არსებული რეკრიაციული პარკის დიზაინ–პროექტი

 

     


ასევე „გარემოს დისზაინი“-ს პედაგოგთა თაოსნობით, ჩვენი სტუდენტები უკვე მეხუთე წელია იღებენ მონაწილეობას "ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა თბილისის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი“-სთვის აფიშის, ბანერის და მოსაწვევის შესრულებაზე გამოცხადებულ გრაფიკული დიზაინის კონკურსში. აღსანიშნავია, რომ ოთხივე შემთხვევაში გამარჯვებული აფიშა დაიბეჭდა და განთავსდა ქალაქის სივრცეში, ბანერმა დაამშვენა ფესტივალის ჩატარებისთვის განკუთვნილი დარბაზის სცენა, ხოლო მოსაწვევები დამზადდა და დაურიგდათ სტუმრებს.


  

 

ინტერიერისა და დიზაინის #602 დეპარტამენტი  ახორციელებს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „სამოსის დიზაინის“ საქმიანობის ხელმძღვანელობას. აღნიშნული პროგრამა არქიტექტურის ფაკულტეტზე 2015 წელიდან ფუნქციონირებს. მისი მოცულობაა 240 ECTS, სწავლის ხანგრძლივობა - 4 აკადემიური წელი (8 სემესტრი).

სამოსის დიზაინი წარმოადგენს სინთეზურ ხელოვნებას, სადაც მოიაზრება ჩაცმის, სტილისა და ფასეულობების ვიზუალური და ტექნიკური ასპექტები.

სტუდენტი ღებულობს ინტეგრირებულ ცოდნას, როგორც მხატვრულ-ტექნიკურ მოდელირებაში, ასევე თანამედროვე ნოვატორულ და კრეატიულ ტექნოლოგიებში. პროგრამის გავლის შემდეგ ბაკალავრი მზად იქნება მოდური ტენდენციების, კონსტრუქტორული და ტექნოლოგიური მიღწევების, თუ კულტურული მემკვიდრეობის ტრადიციული მიმდინარეობების გამოყენებით, შექმნას თანამედროვე, მაღალი მხატვრულ-ტექნიკური და ესტეთიკური ღირებულების მქონე დიზაინერული პროდუქტი (კოსტუმი, ფეხსაცმელი, აქსესუარები). ათვისებული ზოგად-თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე, ბაკალავრი შეძლებს მოდის დიზაინის სფეროში წარმატებულ საქმიანობას.

სამოსის დიზაინის პროგრამის წამყვანი სპეციალისტები: პროფესორი - ლ. ლურსმანაშვილი, ასოცირებული პროფესორი - ნ. ფხაკაძე, ასისტენტ პროფესორი ლ. გერგეშელიძე, აკადემიური დოქტორი - ნ. გზირიშვილი, მოწვეული მასწავლებლები გ. ალოევა და თ. ვაშაკიძე.

დეპარტამენტი კურირებს ორივე საგანმანათლებლო პროგრამის („არქიტექტურა“ და „სამოსის დიზაინი“) სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას.