22-10-2020
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს ჩატარდა სამუშაო შეხვედრა - ვორქშოპი ZOOM პლატფორმის გამოყენებით, სადაც განხილული იქნა შემდეგი თემატიკა:
აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის შევსების საკითხები;
აკრედიტაციისას გამოვლენილი პრობლემური მიმართულებები.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის ცენტრალური ხარისხის უზრუნველყოფის თანამშრომლები, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელები, მათი სპეციალისტები და პროგრამის ხელმძღვანელები.
სამუშაო შეხვედრა ატარებდა საინფორმაციო სარეკომენდაციო ხასიათს და მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ვორქშოპს უძღვებოდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებებლი, ბატონი დავით მახვილაძე.
სიახლეებში დაბრუნება