03 იან

პროგრამების აკრედიტაცია



2021 წლის 28 დეკემბრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრედიტაცია მოიპოვეს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგმა საგანმანათლებლო პროგრამებმა:
ეკონომიკა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
საერთაშორისო ურთიერთობები (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა (დოქტორანტურა, ბაკალავრიატი)

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ პროგრამების აკრედიტაციას და გისურებთ წარმატებებს
23 დეკ

გილოცავთ



ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ დამდეგ 2022 წელს. სიკეთე, სიხარული, ხვავი და ბარაქა მოეტანოს ყველას ოჯახში.
16 ნოე

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაცია

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „საერთაშორისო ურთიერთობების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - საერთაშორისო ურთიერთობებს 2021 წლის 16 ნოემბერის გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია შვიდი წლის ვადით
ყველა სიახლე

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ტრენინგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ტრენინგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის 17-07-2020 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 17 ივლისს, გაიმართა ტრენინგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის. ტრენერთან კომუნიკაციისას გამოყენებული იქნა Zoom პლატფორმა.
ტრენინგი ეხებოდა შემდეგ საკითხებს:

1. უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები;
2. ავტორიზაციის სტანდარტების განხილვა სტუ-ის ავტორიზაციის დასკვნაში მოცემულ რეკომენდაციებთან მიმართებით;
3. თვითშეფასების ანგარიშის დადებითი და უარყოფითი მახასიათებლების განხილვა;
4. აკრედიტაციის სტანდარტების განხილვა სტუ-ის პროგრამული აკრედიტაციის დასკვნებში მოცემულ რეკომენდაციებთან მიმართებით;
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელებმა, უნივერსიტეტის პროფესორებმა.
მადლობას ვუხდით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობას ტრენინგის ორგანიზებისთვის.





 

სიახლეებში დაბრუნება