03 იან

პროგრამების აკრედიტაცია



2021 წლის 28 დეკემბრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრედიტაცია მოიპოვეს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგმა საგანმანათლებლო პროგრამებმა:
ეკონომიკა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
საერთაშორისო ურთიერთობები (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა (დოქტორანტურა, ბაკალავრიატი)

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ პროგრამების აკრედიტაციას და გისურებთ წარმატებებს
23 დეკ

გილოცავთ



ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ დამდეგ 2022 წელს. სიკეთე, სიხარული, ხვავი და ბარაქა მოეტანოს ყველას ოჯახში.
16 ნოე

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაცია

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „საერთაშორისო ურთიერთობების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - საერთაშორისო ურთიერთობებს 2021 წლის 16 ნოემბერის გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია შვიდი წლის ვადით
ყველა სიახლე

ყურადღება ცვლილებაა

24-03-2020 ვებგვერდი, 19/03/2020
სარეგისტრაციო კოდი    
430030000.22.022.017894

საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №36/ნ
2020 წლის 18 მარტი ქ. თბილისი

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 05 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 01/10/2010; 126) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებას“ (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი VI:

თავი VI
გარდამავალი დებულებები
(18.03.2020 N36/ნ გავრცელდეს 2020 წლის 11 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)

მუხლი 103. გარდამავალ პერიოდში დებულებით გათვალისწინებული ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების წესი
1. გარდამავალ პერიოდში ზოგადსაგანმანათლებლო/პროფესიული საგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა, საბჭოების წევრების და სააპელაციო საბჭოს წევრების ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში), გარდა რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული წარმოების ფარგლებში ავტორიზაციის ექსპერტთა მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომამდე განსახორციელებელი ფუნქცია-მოვალეობებისა.
2. გარდამავალ პერიოდად ჩაითვალოს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აღმოფხვრამდე პერიოდი.



მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 11 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტრი                                 მიხეილ ჩხენკელი


 

სიახლეებში დაბრუნება