03 იან

პროგრამების აკრედიტაცია



2021 წლის 28 დეკემბრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრედიტაცია მოიპოვეს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგმა საგანმანათლებლო პროგრამებმა:
ეკონომიკა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
საერთაშორისო ურთიერთობები (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა (დოქტორანტურა, ბაკალავრიატი)

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ პროგრამების აკრედიტაციას და გისურებთ წარმატებებს
23 დეკ

გილოცავთ



ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ დამდეგ 2022 წელს. სიკეთე, სიხარული, ხვავი და ბარაქა მოეტანოს ყველას ოჯახში.
16 ნოე

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაცია

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „საერთაშორისო ურთიერთობების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - საერთაშორისო ურთიერთობებს 2021 წლის 16 ნოემბერის გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია შვიდი წლის ვადით
ყველა სიახლე

ცვლილება

25-03-2020 ვებგვერდი, 19/03/2020
სარეგისტრაციო კოდი    
430030000.22.022.017895

საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №37/ნ
2020 წლის 18 მარტი ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის  №65/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110504011, 04/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016102) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას“ (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე მუხლი:
„მუხლი 33. გარდამავალ პერიოდში დებულებით გათვალისწინებული ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების წესი
1. გარდამავალ პერიოდში აკრედიტაციის ექსპერტთა, საბჭოს წევრებისა და სააპელაციო საბჭოს წევრების ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში), გარდა რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული წარმოების ფარგლებში აკრედიტაციის ექსპერტთა მიერ საბჭოს სხდომამდე განსახორციელებელი ფუნქცია-მოვალეობებისა.
2. გარდამავალ პერიოდად ჩაითვალოს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აღმოფხვრამდე პერიოდი.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 11 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტრი                          მიხეილ ჩხენკელი

 

სიახლეებში დაბრუნება