06/22/2018
,,გისმენთ, ვაანალიზებთ და ვმოქმედებთ“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტთა მიერ ჩამოყალიბებული ასოციაციის ფარგლებში, (18/06/18; 14:00) განხორციელდა სამუშაო ფორმატის შეხვედრა, საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ლექტორებთან. შეხვედრაზე მოკლედ იქნა განხილული ასოციაციის შექმნიდან დღემდე განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები.
სალექციო და სასემინარო ფორმატისგან განსხვავებულ შეხვედრაზე, ,,გისმენთ, ვაანალიზებთ და ვმოქმედებთ“ მთავარ მიზანს სწორედ ლექტორების გამოცდილებებისა და მოსაზრებების გაზიარება წარმოადგენდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ :
• რუსუდან ქუთათელაძე- ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
• შოთა დოღონაძე - პროგრამეის ხელმძღვანელი „საჯარო მმართველობა“, პროფესორი;
• მარიამ ცაცანაშვილი - საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი;
• ზაზა ქოიავა- საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი;
• გიორგი ბაღათურია- საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის პროფესორი;
• დავით ლელაძე- საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
• ზაზა ბუაჩიძე - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მენეჯერი
• ანა ჩიკვაიძე - ჩვენი მეგობარი.