24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

09/20/2023


https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=23283
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (INSA Rennes) (რენი,
საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს
2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო განაცხადების
წარმოდგენისას სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაო პროგრამა, რომელიც
წინასწარ შეთანხმებული იქნება მიმღები უნივერსიტეტის პროფესორ მირეი
დუკასთან (Mireille Ducasse).
პროფ. დუკას ელ.ფოსტა:  Mireille.Ducasse@insa-rennes.fr

რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან
დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით
განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის ხუთთვიანი (2024 წლის
იანვარ-მაისი) მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რენის
გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში.

მიმართულება: კომპიუტერული მეცნიერებები.
--
GTU Erasmus+ Team

GTU International Relations Department

GTU Administrative Building, Room #221

77, Kostava str., 0160, Tbilisi, Georgia

Phone:  (+995 32) 236 51 73