24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

სტუ-ის პროფესორების ვიზიტი გერმანიაში

05/30/2018

სტუ-ის პროფესორების ვიზიტი გერმანიაში

2018 წლის 14-16 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია სტუ-ის კანცლერის ქეთევან ქოქრაშვილის, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის რუსუდან ქუთათელაძის და პროფესორ ანზორ აბრალავას შემადგენლობით იმყოფებოდნენ გერმანიის ქალაქებში მიუნხენსა და ზაარბრიუკენში.
მიუნხებში შედგა შეხვედრა სტუ-ის პარტნიორ კომპანიასთან „დოქტორი ლანგი და კოლეგები“, სადაც მასპინძლობდა კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, დოქტორი შტეფან ლანგი. მას გადაეცა სტუ-ს რექტორის, ბატონ არჩილ ფრანგიშვილის სამადლობელი წერილი, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტთა ყოველწლიური პრაქტიკის ორგანიზებისთვის ქ. მიუნხენში და ასევე შედგა მოლაპარაკება არსებული ხელშეკრულების პირობების განახლების მიზნით. ხელშეხრულების ახალ რედაქციაზე მიღწეული იქნა საბოლოო შეთანხმება, რასაც ხელი მოეწერება მიმდინარე წლის მიწურულს.
16 მაისს სტუ-ის დელეგაცია ეწვია ზაარბრიუკენის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს, სადაც ERASMUS+ ფარგლებში მიმდინარეობდა საერთაშორისო ევროპული კვირეული. დელეგაციას გულთბილი შეხვედრა მოუწყო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, შეხვედრაზე განხილული იქნა ორ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაგრძელების საკითხი, რაც დადებითად გადაწყდა. ზაარბრიუკენის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას მიიღოს პრაქტიკაზე „ბიზნესის ადმინისტრირებისა“ და „საჯარო მმართველობის“ სპეციალობის სტუდენტები.
იმავე დღეს 16.30 სთ-ზე დელეგაციას შეხვედრა მოუწყო ზაარბრიუკენის მერმა ქალბატონმა შარლოტა ბრიტცმა მერიის საზეიმო დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდა მერიის თანამშრომლები, ადგილობრივი პრესისა და ტელევიზიის ჟურნალისტები. ქალბატონმა მერმა ისაუბრა ორ ქალაქს შორის არსებულ მეგობრობაზე, მათ ისტორიაზე და მომავალ გეგმებზე, ხაზი გაუსვა ბატონი გენადი იაშვილის აქტიურ როლს ამ ურთიერთობაში და გამოთქვა მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე. დარბაზში იგრძნობოდა კეთილგანწყობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის მიმართ.
მერიას მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი ქეთევან ქოქრაშვილი. მან თავის გამოსვლაში დიდი მადლობა გადაუხადა ქალბატონ შარლოტა ბრიტცს გულთბილი მიღებისა და სურვილებისთვის. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ზაარბრიუკენის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორის ბატონი ვილჰელმ ჰოიზერის და დოქტორ ვოლფგან ბლუმბახის წვლილს ამ ურთიერთობის გაღრმავებაში, ბატონი ვილჰელმი ხშირად სტუმრობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ატარებს საჯარო ლექციებს, მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში და ა. შ.
პროფესორმა ანზორ აბრალავამ მადლობა გადაუხადა მასპინძლებს და ხაზი გაუსვა გერმანია-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებს.
17 მაისს გაიმართა საერთაშორისო კვირეულის დახურვის ცერემონია. სტუ-ს დელეგაციას დაათვალიერებინეს სასწავლო კორპუსები და სტუდენტთა საცხოვრებლები. საღამოს შედგა საქმიანი ვახშამი. ორგანიზატორებმა განსაკუთრებული ყურადღება გამოხატეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციისადმი.