24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

05/29/2018

ჩატარდა II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“

25-26 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. აღნიშნული ფაკულტეტის დაარსებიდან რიგით მე-2 კონფრენცია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
ზოგადად, ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია ერთიანი სამი ჰიპოსტაზია, რომელსაც პროგრესის თანამედროვე არსი და სახელმწიფოებრივი განვითარების კონცეფცია ეფუძნება.
კონფერენციის მუშაობაშიმონაწილეობას იღებდნენროგორც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე უცხოეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. კერძოდ: ვილჰელმ ჰოიზერი - ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი; ანდრეას ბრანტი - სტუ-ის საპატიო დოქტორი, ბერლინის ბიუროს უფროსი, ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი; იულია დუვეი და იულია პაპჟს - დნეპროპეტროვსკის ეროვნული უნივერსიტეტის მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები; გალინა ფილიუ - ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერისტეტის ეკონომიკური საწარმოების კათედრის გამგე, პროფესორი; გალინა კუზმენკო - ცენტრალური უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი, უკრაინის დამსახურებული ეკონომისტი; გალინა ლოპუშნიაკი - გეტმანის სახელობის კიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის პროფესორი; ლეონიდ შმაევიჩი - ცენტრალური უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; ივანა ჩაიკოვსკა - პოლონეთის კრაკოვის უნივერსიტეტის აკადემიური დოქტორი.
კონფერნციაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს გლობალიზაციის პირობებში ბიზნესის თანამედროვე გამოწვევებზე და წარმოადგინეს თავიანთი მეცნიერული და პრაქტიკული ხედვა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის თავისუფალი განვითარების და მისი სოციალიზაციის საკითხებს. ეს იყო არა მარტო დასაბუთებული კონცეფციების წარმოდგენა, არამედ კონკრეტული შეთავაზება ხელისუფლებისადმი. საბოლოოდ, კონფერენციაზე მოხდა მოწინავე შეხედულებების ურთიერთგაცვლა, თანამშრომლობის გაღრმავება და ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.
აღნიშნულმა კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა განათლების და მეცნიერული აზრის პრიორიტეტულობა, რომლის მიზანია ბიზნესის სოციალიზაცია საზოგადოებრივი პროგრესის მისაღწევად.