24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

კონფერენციის ანგარიში

05/28/2018

კონფერენციის ანგარიში

2018 წლის 18-19 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "ბიზნესის განვითარების ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პრობლემების რეგიონული ასპექტები". აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები: ჯემმა სააკიანი, მეგი ქათამაძე, გვანცა ხიბლაშვილი, რუიზან ბესიაშვილი, გოგა გელიტაშვილი.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ. კონფერენციას წარმატებული საქმიანობა უსურვა, რომელიც 3 სექციაში უნდა წარმართულიყო – „ბიზნესგარემოს განვითარების რეგიონული თავისებურებები“, „რეგიონული განვითარების სოციალურ–ეკონომიკური პრობლემები“ და „სამართლგანვითარების რეგიონული ასპექტები“.
კონფერენციის მეორე დღე წარიმართა კურორტ საირმეში, სადაც მოხსენებები იგივე ასპექტში გაგრძელდა დარჩენილი სტუდენტების მიერ,რომელიც საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
კონფერენცია შეაჯამა აწსუ-ს ბიზნესის, სამართლისა და სოც. მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსმა ქ-ნმა ნანა შონიამ, რომელმაც დადებითად შეაფასა კონფერენციის სამუშაო პროცესში გაჟღერებული რეკომენდაციები და მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისთვის, ასევე გამოყოფილი იყო სამი საპრიზო ადგილი საინტერესო ნაშრომებისათვის, რომლიდანაც ერთ-ერთი წილად ხვდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს, როგორც აქტიური და საინტერესო თემების წარდგენისათვის.
რაც შეეხება დასასრულს დაგვირგვინდა პიკნიკით, რომელიც სავსე იყო დიდი ემოციითა და ენთუზიაზმით. ეს ყველაფერი არის დასაწყისი და საწინდარი უნივერსიტეტებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებისა და მომავალში აქტიური თანამშრომლობის.