24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

რუსუდან ქუთათელაძის ინტერვიუ

05/24/2018

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ქუთათელაძე

  • რა სიახლეები გაქვთ ამ დროისთვის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე
    ეს ფაკულტეტი 2016 წელს შეიქმნა, დღეს 5 საბაკალავრო, 7 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა გვაქვს. ჩვენთან 2000-ზე მეტი სტუდენტია. აქ მოქმედებს სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი, გვაქვს ასევე 150 ლარის ოდენობით სტიპენდია. გარდა ამისა, წარჩინებულ სტუდენტებს საერთაშორისო კონფერენციებზე, ტრენინგებზე წასვლას ვუფინანსებთ. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა , გაცვლითი პროგრამებით ისარგებლონ. ჩვენ ასევე ხელშეკრულება გვაქვს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, რომლებიც სტაჟირებას და დასაქმებას უზრუნველყოფენ

  • ყველაზე მოთხოვნადი რომელი სპეციალობებია და რა ტენდენცია იკვეთება ბოლო წლებში
    ძალიან მოთხოვნადი იყო საჯარო მმართველობა, ბიზნესის ადმინისტრირება, ახლა ტურიზმი და სასტუმროს მომსახურება დაემატა

  • რით განსხვავდება თქვენი უნივერსიტეტი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან
    ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებს ვასწავლით ინდივიდუალური გრაფიკით, გვაქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. აქ არსებობს ვაჟთა კაპელა, გვაქვს ჩვენი ორკესტრი, ცეკვის ანსამბლი, თეატრი, ასევე სპორტის კლუბები

  • რამდენად მოქნილია გადახდის სისტემა, ნაწილობრივ ისაუბრეთ, მაგრამ იქნებ უფრო დეტალურად გვითხრათ
    გადახდის სისტემა მორგებულია სტუდენტებზე. წელიწადში ოთხჯერ შეიძლება გაიყოს ეს საფასური. არსებობს ასევე განსაკუთრებული შემთხვევებიც. იძულებით გადაადგილებული პირები დამატებით შეღავათებით სარგებლობენ და მათ 200 ლარით უმცირდებათ სწავლის საფასური

  • ბოლოს მინდა გკითხოთ იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც აპირებთ უახლოეს მომავალში
    სტუდენტთა ინტერესებიდან გამომდინარე საჯარო ლექციების ციკლია დაგეგმილი, სადაც საერთაშორისო ტრენერები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, გვაქვს მოწვეული, ასევე პერმანენტულად დამსაქმებლებთან ვაწყობთ შეხვედრებს. ჩვენ გვინდა შემოსავლების სამსაურის პროექტში ჩართვა, ასევე ფინანსთა სამინისტროს პროექტში მონაწილეობა და სხვა ასეთი ტიპის აქტივობებს ვგეგმავთ.