24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ღამე ნიკალას მუზეუმში

05/22/2018

„ღამე ნიკალას მუზეუმში“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „საჯარო მმართველობის“ პროგრამის სტუდენტებმა 19 მაისს, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით მირზაანში, თვითნასწავლი მხატვრის - ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, სტუდენტური კვირეულის ფარგლებში გამართულ კულტურულ აქციაზე - „ღამე მუზეუმში“.
სტუ-ს სტუდენტები ამ ღონისძიებაზე საკუთარი პროგრამით წარსდგნენ:
1. მირზაანში ხელოვნების საერთასორისო ცენტრის დაარსების შესახებ სტუდენტური დეკლარაციის ხელმოწერა;
2. სტუდენტთა ნახატების გამოფენა;
3. შეხვედრები მოსახლეობასთან და ნომინაციები.
სტუ-ს საჯარო მმართველობის სტუდენტთა მიერ მომზადებულ დეკლარაციას შემოურთდენენ ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისა და თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები. ესტაფეტა გადაიბარა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტმა.
მოეწყო თვითნასწავლ მხატვართა გამოფენა. გამოვლინდა ორი ნომინაციის გამარჯვებული „სტუდენტთა რჩეული“, „ნიკალას კვალდაკვალ“; მუზეუმის დირექციას კულტურული მემკვიდრეობის შენახვისა და რუდუნებით მოვლისათვის სტუდენტებმა საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსსტიტუტის მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო გადასცეს.
ადგილობრივ მოსახლეობასთან და სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის მიზანს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ადგილობრივ პრობლემებზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლა წარმოადგენდა.
ღონისძიებაზე საჯარო მმართველობის პროგრამის სტუდენტთა სტუმარი იყო პროფესორი ელიკო ლამიხი (გერმანია, მაქს-პლანკის ინსტიტუტი), რომელიც სტუდენტებს არაფორმალურ გარემოში საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე ესაუბრა და მხარი დაუჭირა მათ ინიციატივას დაიწყოს დიალოგი იუნესკოს (UNESCO) ეგიდით მხატვრის მშობლიურ სოფელში- მირზაანში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დაარსების თაობაზე.
ღონისძიების დასასრულს სტუდენტებმა ადგილობრივ სკოლის მოსწავლეებთან ერთად ნიკალას სახელის უკვდავსაყოფად ფრანები და წითელი ბუშტები გაუშვეს ცაში.