24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

პროექტი - გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები

05/22/2018

პროექტი - გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები



მომავალ საჯარო მოხელეთა ასოციაცია პროექტის ფარგლებში „გაიცანი სახელმწიფო სტრუქტურები“ გიწვევთ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე .

თუ ხარ აქტიური და გაინტერესებს საჯარო სამსახურის მუშაობის სპეციფიკა .
თუ სწავლობ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და დაინტერესებული ხარ სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობით, მაშინ ეს პროექტი შენთვისაა .


- შეხვედრაზე განხილული იქნება საჯარო სამსახურის ბიუროს მუშაობის სფერო;

- წარმოდგენილი იქნება საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა რაოდენობრივი სტატისტიკა;

- დეტალურად გაიგებ როგორ გააკაეთო განაცხადი საჯარო სამსახურში გამოცხადებულ ვაკანსიებზე .

- გექნება შესაძლებლობა უშუალოდ ბიუროს წარმომადგენლებისგან მოისმინო ყველა ის რჩევა, რომელიც ხელს შეუწყობს შენს საჯარო სამსახურში დასაქმებას .


შეხვედრა გაიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში 22 მაისს - 16 : 00 საათზე .

შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdnYICYZ8k6rhMODmwViKB0w9_b2SSdZjGpS9y_ZSff-G3oiA/viewform?...

და დაელოდოთ ჩვენს შეტყობინებას .

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით


+995 597 80 42 62 ნუკი
+995 595 08 34 05 გიორგი
+995 551 55 59 08 მარიამი