24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

05/21/2018

მივლინების ანგარიში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორები მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში ღებულობენ მონაწილეობას. ერთერთი ასეთს წარმოადგენს უკრაინის უძველეს ქალაქში, პოლტავაში, ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე „სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარება და სოციალური სტაბილობა“, რომელშიც სტუ ასოცირებულმა პროფესორმა, მაია ჩეჩელაშვილმა მიიღო მონაწილეობა მიმდინარე წლის მაისში. იგი მიწვეულ იქნა პოლტავის იური კონდრატიუკის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ როგორც კონფერენციის მონაწილე და ერთერთი სექციის ხელმძღვანელი. მაია ჩეჩელაშვილის მოხსენების თემა იყო „მენტალიტეტის თავისებურებათა ზეგავლენა მენეჯმენტზე“.
ვიზიტის ფარგლებში მ. ჩეჩელაშვილმა პოლტავის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს 16 მაისს ჩაუტარა საჯარო ლექცია თემაზე „ფულის ისტორია“, და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს გაუზიარა სასწავლო გეგმების შედგენის ქართული გამოცდილება. 17 მაისს უნივერსიტეტის ეკონომიკური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებს „ქართული მენტალიტეტის თავისებურებების გავლენა ეკონომიკისა და მართვის ნაციონალური სტილის ჩემოყალიბებაზე“.
სტუ ასოცირებულ პროფესორს, მაია ჩეჩელაშვილს პოლტავის იური კონდრატიუკის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატისა და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორატის მიერ ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის გადაეცა მადლობის წერილები.